
კასპში, მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა.
კასპელი მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და კასპის ბენდი „ძველი სიმები“ წარდგნენ. გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა.
ღონისძიება დიჯეიმ გააგრძელა.
საახალწლო კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა.