ქეთევან ტურიაშვილი ოპოზიციაზე: ტრამპმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ნდობა არ აქვს მე გადავწყვეტ ვის დავნიშნავ უცხო ქვეყნის პატრონადო, მას შემდეგ რაც დაბომბა და გამოაცხადა, ჩვენი ნავთობკომპანიები შედიან იქო. სულელები აგერ საქართველოს დაბომბვას ითხოვენ – ღმერთო რა სირცხვილი ტრიალებს ლიბერდებილეთში

„ტრამპმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ნდობა არ აქვს მე გადავწყვეტ ვის დავნიშნავ უცხო ქვეყნის პატრონადო, მას შემდეგ რაც დაბომბა და პირველი რაც გამოაცხადა ჩვენი ნავთობკომპანიები შედიან იქო. ისიც ვიცი ნორმალურ ადამიანებს, ამის ახსნა ისედაც არ გჭირდებათ და სულელები აგერ საქართველოს დაბომბვას ითხოვენ“, – ამის შესახებ არქეოლოგი ქეთევან ტურიაშვილი წერს სოციალურ ქსელში.

ტურიაშვილის განცხადებით ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებში სირცხვილი ტრიალებს.

ტურიაშვილი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს, საქართველოს გარე მტრებისგან დაცვისთვის.

„ტრამპმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ნდობა არ აქვს მე გადავწყვეტ ვის დავნიშნავ უცხო ქვეყნის პატრონადო, მას შემდეგ რაც დაბომბა და პირველი რაც გამოაცხადა ჩვენი ნავთობკომპანიები შედიან იქო. ისიც ვიცი ნორმალურ ადამიანებს, ამის ახსნა ისედაც არ გჭირდებათ და სულელები აგერ საქართველოს დაბომბვას ითხოვენ.

მადუროს ბედი ისევე მადარდებს, როგორც ღობის ჩხირის ამბავი, ამათ თუ ჰგონიათ მადუროს საზიზღრობა შეგვიშლის ხელს რომელს რა ინტერესი ამოძრავებდა მაგის გააზრებაში, ღმერთო რა სირცხვილი ტრიალებს ლიბერდებილეთში.

ერთი რამ კი ცხადია, ვინც ქართველ ხალხს დაეჯახა, ყველამ ცუდად დაამთავრა, რა მნიშვნელობა აქვს ვისი ხელით მოხდება – ფაქტი ფაქტია. და ფაქტია ისიც, რომ ძალიან საშიში პროცესი მიდის სამყაროში, რომელშიც ძლიერები უბრალოდ სუსტებთ ანადგურებენ და კი იცით, ვისი მადლობელიც ვარ ამ სტატუსის ბოლოში, არ გაგიჭირდებათ გამოცნობა არც მომერიდება, დიდი მადლობა ბატონ ბ ი ძ ი ნ ა  ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ს და მის გუნდს, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა გიგანტების სათრევი არ გახდა, მიუხედავად გარე თუ შიდა მტრებისა“, – წერს ქეთევან ტურიაშვილი.

Back to top button