დონალდ ტრამპი: რუსეთსა და ჩინეთს ნატოსი საერთოდ არ ეშინიათ შეერთებული შტატების გარეშე და ეჭვი მეპარება, ნატო ჩვენ გვერდით დადგეს, ეს რომ ნამდვილად დაგვჭირდეს

ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთს და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის აშშ, დონალდ ტრამპის მიერ აღდგენილი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს ნატო-სი საერთოდ არ ეშინიათ შეერთებული შტატების გარეშე.

„ეჭვი მეპარება, რომ ნატო ჩვენ გვერდით იქნება, ეს რომ ნამდვილად დაგვჭირდეს. ჩვენ ყოველთვის ნატო-ს გვერდით ვიქნებით, მაშინაც კი, თუ ისინი ჩვენ გვერდით არ იქნებიან. ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც ჩინეთს და რუსეთს ეშინიათ და პატივს სცემენ, არის აშშ, დონალდ ტრამპის მიერ აღდგენილი“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

Back to top button