ევროკავშირში აშშ-ის ელჩი ენდრიუ პაზდერი: ტრამპის გადაწყვეტილება გადამწყვეტი ნაბიჯია, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული მოხმარდეს აშშ-ის ინტერესებს და არა დესტრუქციულ გლობალისტურ სისულელეებს

ევროკავშირში აშშ-ის ელჩის, ენდრიუ პაზდერის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებსაც აშშ ტოვებს, დიდი ხანია ბიუროკრატიაში არიან ჩაფლულნი და გადაიქცნენ პლატფორმებად, რომლებიც პროგრესული მემარცხენეების ინტერესების წინ წაწევას უწყობენ ხელს.

მისივე თქმით, დასრულდა ის დრო, როდესაც აშშ აფინანსებდა ორგანიზაციებსა და პროექტებს, რომლებიც ამერიკის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება. ელჩის შეფასებით, პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს იმას, რაც ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს მათი პოლიტიკის მთავარ არსს.

“ამერიკა “უპირველეს ყოვლისა- მოქმედებაშია”. საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებსაც აშშ ტოვებს, დიდი ხანია ბიუროკრატიაში არიან ჩაფლულნი და გადაიქცნენ პლატფორმებად, რომლებიც პროგრესული მემარცხენეების ინტერესების წინ წაწევას უწყობენ ხელს -თავისუფალი ბაზრების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ჩვენი ერის ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გადამწყვეტი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული აშშ-ის ინტერესების წინ წასაწევად დაიხარჯოს და არა დესტრუქციული გლობალისტური სისულელეების წინსვლისთვის.

წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც აშშ აფინანსებდა ორგანიზაციებსა და პროექტებს, რომლებიც ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება. პრეზიდენტი აკეთებს იმას, რაც ყოველთვის ჩვენი პოლიტიკის საფუძველი უნდა იყოს: ამერიკელი ხალხის საჭიროებებსა და ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს”, – დაწერა ელჩმა X-ზე.

Back to top button