დავით ჩიხელიძე ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ნიკოლოზ ჯავახიშვილზე: ჯერ ერთი, ვინ გიწყალებს, მეორე – ამაზე იტყვის ვინმე რომ „მშვიდობიანი მომიტინგეა“? კიდევ ძალაზე რომ საუბრობს

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი მომიტინგის ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ხელისუფლებას შემდეგნაირად მიმართავს: „მივმართავ „ქოც-რუსებს“: შეწყალების ფურცელი დაკეცეთ და ჯიბეში ჩაიდეთ, დათმეთ ძალაუფლება, ან ნებითა თქვენითა, ან ძალითა ჩვენითა“. ჩიხელიძის თქმით, ჯავახიშვილის შეწყალებას არავინ აპირებს, ამასთან, „მშვიდობიანი მომიტინგე“, კვლავ ძალაზე საუბრობს.

„ჯერ ერთი, ვინ გიწყალებს შე ავადმყოფო, მეორე – ამაზე იტყვის ვინმე რომ „მშვიდობიანი მომიტინგეა“? კიდევ ძალაზე რომ საუბრობს, დაუმატებენ წლებს და მონათლავს შემდეგ ნანულა პოლიტპატიმრად… არ გასწორდების კუდი ძაღლისა“, – წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

Back to top button