
ანუ, ზოდელავა იძახის, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობა ყოფილა გულწრფელი პროტესტი და სიძულვილის ენა, მუქარა და ა.შ ყოფილა კრეატიული მესიჯები. ვკითხოთ ამ არსებას ერთი, 7 ნოემბერს და 26 მაისს, გაუგონარი სისასტიკით რომ გაუსწორდნენ მშვიდობიან ხალხს, იქ რა მესიჯები ჟღერდებოდა და საფრთხე სად იყო?- ამის შესახებ გიორგი გამსახურდია წერს სოციალურ ქსელში.
გამსახურდიას თქმით, მას არ უკვირს მურთაზ ზოდელავას მიერ გაკეთებული განცხადება მისი წარსული პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე.
“ანუ, ზოდელავა იძახის, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობა ყოფილა გულწრფელი პროტესტი და სიძულვილის ენა, მუქარა და ა.შ ყოფილა კრეატიული მესიჯები. ვკითხოთ ამ არსებას ერთი, 7 ნოემბერს და 26 მაისს, გაუგონარი სისასტიკით რომ გაუსწორდნენ მშვიდობიან ხალხს, იქ რა მესიჯები ჟღერდებოდა და საფრთხე სად იყო? თუმცა რა მიკვირს, ამას ისეთი ბრალები აქვს პირადად დაწერილი და შედგენილი, თვითონ ადეიშვილსაც კი უკვირდაო.”- წერს გიორგი გამსახურდია.