
საქართველოსთვისაც რელევანტურია ეს [ტრამპის] განცხადებები. შეიძლება არ გვაქვს იმის გეგმა, რომ ეს ორგანიზაციები დავტოვოთ, თუმცა ეს მოცემულობა არის, კითხვები არსებობს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, – განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
დეპუტატი ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა.
„ფაქტია, რომ ის მიზეზები, რაც დაასახელა ტრამპმა ამ [ ვენეციის კომისიის] დატოვებასთან დაკავშირებით, პირდაპირ არის რელევანტური საქართველოსთვისაც. ბევრი ორგანიზაცია და მათ შორის ვენეციის კომისია, რომელიც საქართველოში მოქმედებს, სცილდება საკუთარ დამფუძნებელ მისიას, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა. მაგალითად საქართველოში ვენეციის კომისიის ე.წ. მოსაზრებები იყო ხოლმე გამოყენებული ერთგვარ მაშველ რგოლად რადიკალებისთვის. საქართველოსთვისაც რელევანტურია ეს [ტრამპის] განცხადებები. შეიძლება არ გვაქვს იმის გეგმა, რომ ეს ორგანიზაციები დავტოვოთ, თუმცა ეს მოცემულობა არის, კითხვები არსებობს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მახაშვილმა.
შეერთებულმა შტატებმა, 66 ორგანიზაციას მხარდაჭერა შეუჩერა. მათ შორის ამერიკამ დატოვა ვენეციის კომისია. დონალდ ტრამპმა მას „უსარგებლო ორგანიზაცია“ უწოდა.