სამეგრელოს პოლიციამ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი – 1979 წელს დაბადებული ზ.ჭ. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილმა პირმა არ შეასრულა ერთ-ერთ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაასხვისა. ზ.ჭ. – ს მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სალიზინგო კომპანიას 13 000 ლარზე მეტი ზარალი მიადგა.

მსჯავრდებული ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 11 დეკემბრიდან იძებნებოდა. დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button