
წარვადგენ რეზოლუციის წინადადებას ნატო-დან საფრანგეთის გასვლის შესახებ, დაწყებული მისი ინტეგრირებული სარდლობით, – ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მემარცხენე პარტიის წევრი კლემანს გეტე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გეტემ აღნიშნა, ჩნდება კითხვები საფრანგეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით ნატო-ში, რომელსაც, მისივე თქმით, ხელმძღვანელობს შეერთებული შტატები და ემსახურება აშშ-ის ინტერესებს.
„ტრამპის შეერთებული შტატები ვენესუელაში სახელმწიფოს მეთაურს იტაცებს. ტრამპის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და სამხედრო დახმარებას უწევს პალესტინაში გენოციდს. ტრამპის შეერთებული შტატები გრენლანდიას შეიარაღებული ანექსიით ემუქრება. ტრამპის შეერთებული შტატები საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით ბომბავს ხალხს“, – წერს კლემანს გეტე სოციალურ ქსელში.
1tv.ge