ნათია თოფურია: ღარიბაშვილის ნათესავებს მივმართავ – ან გამოდით და საჯაროდ თქვით, რომ არაფერი დაუშავებია თქვენს ფალავანს, მისი აღიარება ტყუილია და საქმე რაშია დეტალურად განმარტეთ, ან ენები მიიგდეთ და მადლობა თქვით, რომ ქვეყნის და ხალხის ღალატისთვის ეს სასჯელი აკმარეს კორუმპირებულ ნაძირალას

„ღარიბაშვილის ნათესავებს მივმართავ, ცოლის ძმას, ცოლის დას და ასე შემდეგ… რომ გამომდგარხართ და წერთ გულის ამაჩუყებელ დითირამბებს, რომ „ირაკლი ასეთი ბიჭია“ და „თქვენ არ იცით ყველაფერი“… ძაან კარგად ვიცით, რომ კორუფციაში იხრჩობოდა და დანაშაული აღიარა. რა არ ვიცით ამის მიღმა? ვინმემ აწამა? ვინმე დაემუქრა? თუ რაშია საქმე??? კი, კარგი ადამიანი იქნება თქვენთვის – რადგან სავარაუდოდ ნაპარავ ფულს თქვენც კარგად თქვლეფდით“, – წერს ნათია თოფურია.

თოფურია მოუწოდებს, ან საჯაროდ თქვან, რომ არაფერი დაუშავებია, ან საერთოდ გაჩუმდნენ.

„ღარიბაშვილის ნათესავებს მივმართავ, ცოლის ძმას, ცოლის დას და ასე შემდეგ… რომ გამომდგარხართ და წერთ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს, გულის ამაჩუყებელ დითირამბებს, რომ „ირაკლი ასეთი ბიჭია“ და „თქვენ არ იცით ყველაფერი“… რა არ ვიცით? ძაან კარგად ვიცით რომ კორუფციაში იხრჩობოდა და დანაშაული აღიარა. კიდე მადლობა უნდა თქვას, რომ 5 წელი აკმარეს… რა არ ვიცით ამის მიღმა? ვინმემ აწამა? ვინმე დაემუქრა? თუ რაშია საქმე??? კი, კარგი ადამიანი იქნება თქვენთვის – რადგან სავარაუდოდ, ნაპარავ ფულს თქვენც კარგად თქვლეფდით… ამიტომ კარგად მომისმინეთ ახლა ლექსო თამაზაშვილებო და მისნაირნო – ან გამოდით და საჯაროდ თქვით რომ არაფერი დაუშავებია თქვენს ფალავანს, მისი აღიარება ტყუილია და საქმე რაშია დეტალურად განმარტეთ, ან ენები მიიგდეთ თქვე ნაძირალებო და მადლობა თქვით, რომ ქვეყნის და ხალხის ღალატისთვის ეს სასჯელი აკმარეს კორუმპირებულ ნაძირალას!”, – წერს ნათია თოფურია.

Back to top button