ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია სომხეთის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1978 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ საავტომობილო ზონაში, ბრალდებულის პირადი შემოწმებისას, 34 აბი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button