ნინო ენუქიძე: 2025 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან საბიუჯეტო შემოსავალი 217 მილიონ ლარზე მეტია – გეგმა 102 პროცენტით შესრულდა

სახელმწიფო ქონების 2025 წლის პრივატიზაციის გეგმა 102%-ით შესრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო ენუქიძის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 217 მილიონ ლარზე მეტი, როდესაც გეგმა 213 მილიონ ლარს შეადგენდა.

„გასულ წელს გამოცხადდა 800-ზე მეტი აუქციონი და გაიყიდა 500-ზე მეტი ობიექტი, რამაც, ჯამში, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ საპრივატიზაციო გეგმა წარმატებით შეგვესრულებინა” – აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმატებით განაგრძობს პრივატიზაციის პროცესს, რომელიც გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„ვიმედოვნებთ, რომ 2026 წელსაც, ისევე, როგორც 2025 წელს წარმატებით განვახორციელებთ საპრივატიზაციო პროცესს და კვლავ შევძლებთ გეგმის გადაჭარბებით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებას” – განაცხადა ნინო ენუქიძემ.

 

Back to top button