ირაკლი ლატარია ელისაშვილზე: მას შემდეგ, რაც მდინარაძეს ვირთხულად მიეპარა პარლამენტში, ქალაქში წყნარად არ გამოსულა, დაიღალა შიშით და გადაწყვიტა, ყველაზე წყნარ ადგილზე მოხვედრილიყო, იცის, რომ იქ რეალურად არავინ იკადრებს მასთან თავის გაყადრებას

„ელისაშვილის გუშინდელი მორიგი მეშჩანური ლაპარაკის შემდეგ უდიდესი ალბათობით ამოვხსენი მისი სასამართლოს გადაწვის მოტივაცია: მას შემდეგ, რაც მდინარაძეს ვირთხულად მიეპარა პარლამენტში, ქალაქში წყნარად არ გამოსულა. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვეულებრივმა გამვლელებმა დედა აგინეს და ვირთხა ეძახეს. დაცვით დაიწყო სიარული და არც ამან უშველა, მაინც აგინებდნენ“, – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

როგორც ლატარია აღნიშნავს, ელისაშვილი გარეთ რომ იყო, ბოლო პერიოდში მდინარაძეს გაკვრითაც არ ახსენებდა და გუშინ, პირველივე პროცესზე კბენა დაუწყო. მისივე თქმით, ელისაშვილმა იცის, რომ ციხეში არავინ იკადრებს მასთან თავის გაყადრებას.

„ელისაშვილის გუშინდელი მორიგი მეშჩანური ლაპარაკის შემდეგ უდიდესი ალბათობით ამოვხსენი მისი სასამართლოს გადაწვის მოტივაცია: მას შემდეგ, რაც მდინარაძეს ვირთხულად მიეპარა პარლამენტში, ქალაქში წყნარად არ გამოსულა. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ჩვეულებრივმა გამვლელებმა დედა აგინეს და ვირთხა ეძახეს. დაცვით დაიწყო სიარული და არც ამან უშველა, მაინც აგინებდნენ. რაც მე ვიცი, მდინარაძემაც არ გაიკარა, არაფერს გერჩი, შენი თავი გაგჭირვებიაო – შეუთვალა, მაგრამ მაინც ვერ მოისვენა. ბოლო პერიოდში სასმლით სცადა დამშვიდება, მაგრამ როგორც ჩანს, არც ამან უშველა, დაიღალა შიშით და გადაწყვიტა, ყველაზე წყნარ ადგილზე მოხვედრილიყო. სხვა ახსნა მის საქციელს რომ არ ჰქონდა, ამაზე ყველა შეთანხმდა. გუშინდელი რა შუაშიაო – იკითხავთ. გარეთ რომ იყო, ბოლო პერიოდში მდინარაძეს გაკვრითაც არ ახსენებდა და გუშინ, პირველივე პროცესზე კბენა დაუწყო. იცის, რომ იქ რეალურად არავინ იკადრებს მასთან თავის გაყადრებას“, – წერს ლატარია.

Back to top button