კასპელმა მოჭიდავეებმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჩატარებულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში სამი მედალი მოიპოვეს

კასპელმა მოჭიდავეებმა 2026 წელი წარმატებით დაიწყეს.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჩატარებულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ) ვერცხლის, ხოლო დაჩი პაპინაშვილმა (86 კგ) და სანდრო ყურაშვილმა (97კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სპორტსმენებს წარმატებულ ასპარეზობას.

Back to top button