ბაჩო ახალაია ნაციონალების მმართველობაზე: სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა-არ ვიცი რა მინუსებზეა ლაპარაკი

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ახალაიას დაკავებამდე ორი დღით ადრე ჩაწერილ ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოში ახალაია ამბობს, რომ ეამაყება, რომ ნაცია. ასევე, ხაზს უსვამს, რომ არ იცის, რა მინუსებზეა საუბარი, ვინც ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.

„პირადად მე, მეამაყება ის, რომ ნაცად აღვიქვამ თავს, ნაციონალად. ვისთვის როგორ არ ვიცი, მე მეამაყება. ნაცობა არის დამაკნინებელი, ვიდრე ქოცობა?! – ჩვეულებრივი დიქტატურის შედეგია… ობიექტური მიზეზები ამის, პროპაგანდის გარდა და დიქტატურის გარდა, სხვა არ არსებობს. ნაცებიც ხომ ამბობენ, რომ  ბევრი შეცდომა იყო დაშვებული- ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ ამბობს მაგას? მე მაგას არ ვამბობ. მე მტკიცედ მჯერა, რომ სხვანაირად არაფერი არსად არ გამოვიდოდა. ძალიან თავხედურად ვიტყვი, რომ მე არ ვიცი რა მინუსებზეა ლაპარაკი” – ნათქვამია ვიდეოში.

Back to top button