ირაკლი კობახიძე: ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

მთავრობის მეთაური ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

Back to top button