პრემიერ-მინისტრი საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.

Back to top button