
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო არხების გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა. სოფელ ძირკოკში დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან არხის 1000 მეტრამდე მონაკვეთი გაიწმინდა. აღნიშნული არხები გამოიყენება როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, ასევე სატბორე მეურნეობების წყალმომარაგებისთვის.
სამუშაოების ჩატარების შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 30 ჰექტრამდე სარწყავ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე და 10 ჰექტარ სატბორე მეურნეობაზე, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებას.
კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.