ეკა სეფაშვილი: ამერიკასა და ევროკავშირს შორის წარმოშობილი უთანხმოება გრენლანდიასთან დაკავშირებით, მიუთითებს იმაზე, რომ გლობალურად მიმდინარეობს ბრძოლა გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა ამერიკა-ევროკავშირის უთანხმოებაზე გრენლანდიის გარშემო.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამ გლობალური ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რესურსებსა და დამაკავშირებელ გზებს.

„ეს არის გლობალური ბრძოლა და, იმედი მაქვს, გლობალური აქტორები ამ ბრძოლაში სამხედრო ესკალაციამდე არ მივლენ“ – თქვა ეკა სეფაშვილმა. განაცხადა ისიც, რომ დღეს მიმდინარეობს გავლენების სფეროების გადანაწილება.

„ამერიკასა და ევროკავშირს შორის წარმოშობილი უთანხმოება გრენლანდიასთან დაკავშირებით, მიუთითებს იმაზე, რომ გლობალურად მიმდინარეობს ბრძოლა გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც რესურსებს, ასევე სხვადასხვა ქვეყნებისა და კონტინენტების დამაკავშირებელ გზებზე კონტროლის მოპოვებას. ეს არის გლობალური ბრძოლა და, იმედი მაქვს, გლობალური აქტორები ამ ბრძოლაში სამხედრო ესკალაციამდე არ მივლენ; შემოიფარგლებიან მხოლოდ სავაჭრო ომებით ან დიპლომატიური გზით გადაწყვეტენ ამ საკითხს“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Back to top button