
ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში სასურსათო ფასებთან დაკავშირებით კომისიის შექმნას ეხმიანება, რომელიც სურსათის ფასთან ერთად, მედიკამენტების და ახლა უკვე საწვავის ფასებსაც შეისწავლის.
გეგეჭკორის განცხადებით, შედეგს საზოგადოება ძალიან მალე ნახავს.
„თვითონ ის ფაქტი, რომ კომისიაა შექმნილი სასურსათო ფასებზე, მედიკამენტებზე და ახლა უკვე საწვავზეც, დარწმუნებული ვარ მონოპოლისტებს მოსვენებას არ აძლევს, მითუმეტეს კომისიას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი და კომისიაში მამუკა მდინარაძეა, ეჭვი არ მეპარება მალე ვნახავთ შედეგებს“, – წერს ლიზა გეგეჭკორი Facebook-ზე.