საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ბანკი  პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორი უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ სამუშაო გარემოში პირველი პროფესიული ნაბიჯები გადადგან.

ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მიღება 20 იანვარს დაიწყო და 3 თებერვალს დასრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროგრამებს გაეცნონ და განაცხადი გააგზავნონ აქ.

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს ინტენსიურ ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ სამუშაო გამოცდილებას დაკავშირებულ დეპარტამენტებში. ლიდერატორებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ მუშაობს ბანკის სტრუქტურა და როგორ იქმნება პროდუქტები, რომლებიც მილიონზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო,  რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში განაგრძო.

ინფორმაციისთვის, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდები უნდა იყვნენ III-IV კურსის სტუდენტები ან 1-2 წლის კურსდამთავრებულები.

2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე:

  • კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი;
  • პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე;
  • სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა;
  • საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოალურობის მართვა;
  • საბანკო სამართალი;
  • ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი;
  • მონაცემთა მეცნიერება;
  • IOS დეველოპმენტი;
  • მარკეტინგი;
  • ტალანტების მოზიდვა და განვითარება.
  • ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge

Back to top button