გიორგი ვოლსკი პრემიერის ინიციატივაზე: აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი? ან, იქნებ, მექანიზმები არსებობს, რომელიც ამ პრობლემას დაძლევს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული რესურსები და რეზერვები იმისათვის, რომ საზოგადოებას მთელი რიგი მიმართულებით ვითარება შეუმსუბუქდეს.

“აუცილებელია, ზედმიწევნით ვიცოდეთ რეალური მდგომარეობა და ზედმიწევნით ვიცოდეთ ის მარშრუტი, რომელსაც საქონელი გადის ბაზებიდან, საიდანაც მოედინება დახლებამდე და რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს განგებ მოგონილი საბოტაჟი. ან, იქნებ, რაიმე მექანიზმები არსებობს, რომელიც ამ პრობლემას დაძლევს. მე ვფიქრობ, რომ თავად საკითხის შესწავლის დაწყება, რომელიც პრემიერმა დააანონსა, გულისხმობს იმას, რომ არსებობს გარკვეული რესურსები და რეზერვები, იმისთვის, რომ საზოგადოებას მძიმე ტვირთი მოვუხსნათ მთელი რიგი მიმართულებებით,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Back to top button