თამთა მეგრელიშვილი: სტრასბურგში სამი ვითომ და დამოუკიდებელი სარჩელი შევიდა, იმის გამო, რომ გარდაუვალი თავზე ლაფის დასხმა და მარცხი აერიდებინა, საია-მ არა მისი, არამედ „ალავიძე და სხვების“ სახელით მოითხოვა არჩევნების შედეგების გაუქმება

„ახლა აგიხსნით რა სიბინძურე ჩაიდინა საია-მ და რეალურად რატომ არის ეს NGO ანტიქართული კრიმინალური დაჯგუფება. არჩევნების „არარსებული გაყალბების“ გამო სტრასბურგის სასამართლოში სამი ვითომ და დამოუკიდებელი სარჩელი შევიდა 1 – ემიგრანტების 2 – ალავიძე და სხვების და 3 – საია-ს სარჩელი“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი თქვა, ხოლო შემდგომში სარჩელები ერთ საქმედ გაერთიანდა. ასე სცადეს პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, თუმცა საბოლოო შედეგი ერთია – ეს საქმე წაგებულია.

„ახლა აგიხსნით რა სიბინძურე ჩაიდინა საია-მ და რეალურად რატომ არის ეს NGO ანტიქართული კრიმინალური დაჯგუფება. არჩევნების „არარსებული გაყალბების“ გამო სტრასბურგის სასამართლოში სამი ვითომ და დამოუკიდებელი სარჩელი შევიდა 1 – ემიგრანტების 2 – ალავიძე და სხვების და 3 – საია-ს სარჩელი. იმის გამო, რომ აუცილებელი და გარდაუვალი თავზე ლაფის დასხმა და მარცხი აერიდებინა, საია-მ არა კონკრეტულად მისი სახელით, არამედ „ალავიძე და სხვების“ სახელით მოითხოვა დროებითი ღონისძიების სახით, არჩევნების შედეგების გაუქმება. ასეც მოხდა – სტრასბურგის სასამართლომ ცხადია დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი უთხრა „ალავიძეს და სხვებს“, ხოლო შემდეგ სამივე სარჩელი ერთ საქმედ გააერთიანა. ეს ამბავი საზოგადოებას დაუმალეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ არ არსებობს არანაირი დამოუკიდებელი სარჩელები, არც ემიგრანტების და არც ალავიძის, სამივე სარჩელი ცხადია საია-ს მომზადებუილია, მაგრამ იმისათვის, რომ მომავალში ხელები დაებანა და ეთქვა, მე რა შუაში ვარო – დროებითი ღონისძიება სწორედ ალავიძეს მოათხოვნინა. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი – წელიწად-ნახევრის შემდეგ ვიგებთ, რომ მოთხოვნილი იყო დროებითი ღონისძიება, საია კი ამბობს აბა მე რა შუაში ვარ ეგ ალავიძემ მოითხოვაო. ალავიძე კიდევ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, კაცმა არ იცის. ასე ვირ-ეშმაკულად დაალაგა ანტიქართულმა NGO-მ სქემა, რომ გარდაუვალ მარცხს მისი ისედაც გაცამტვერებული რეპუტაცია მიწასთან არ გაესწორებინა. არაუშავს, მთავარი მარცხი წინ აქვთ ამ ანტიქართველებს“, – წერს მეგრელიშვილი.

Back to top button