
„მაგდა, არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იკადრო! მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლეს. მაგრამ თქვენ სად გაქვთ მაგის უნარი ან/და ადამიანობა? როგორ შეგიძლია ქალს, იყო სამედიცინო ექსპერტი, მოსამართლეც და პროკურორიც და რაც ყველაზე გულის ამრევია – ვითომ ჭირისუფალიც?“, – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია ოპოზიციონერი აქტივისტის მაგდა მამუკაშვილის მიერ სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს.
ლატარიას განცხადებით, ოპოზიციონერები „გვამებით სულდგმულობენ“.
„მაგდა, არ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი იკადრო! მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლეს. მაგრამ თქვენ სად გაქვთ მაგის უნარი ან/და ადამიანობა? როგორ შეგიძლია ქალს, იყო სამედიცინო ექსპერტი, მოსამართლეც და პროკურორიც და რაც ყველაზე გულის ამრევია – ვითომ ჭირისუფალიც? გვამებით სულდგმულობთ – უნდა შეგეშინდეს წესით შენივე ეგოსი. მე პირადად, შენ ადგილზე ბოდიშს მოვიხდიდი და ამ არასწორ პოსტს ავიღებდი!..
უნამუსობაც იზომება, მაგრამ თქვენკენ ეგ – უსასრულობამდეა… არ დავალ შენ დონეზე, თორემ წესით ასე უნდა დამეწყო პოსტი: მაგდა, მტყუანის ……თქო.. ?“, – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.