ნინო ფოჩხუა მაგდა მამუკაშვილზე: ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილი, ყველაფრის მკადრებელი, რომელსაც მუხრუჭი არ აქვს – აქეთ აბრალებს ოპონენტებს იმას, რასაც თვითონ თვალდახუჭული ჩაიდენდა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ოპოზიციონერი აქტივისტის, მაგდა მამუკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ამ მდგომარეობაში მამუკაშვილის მსგავსი ადამიანების ლიდერობის გამოა, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელი არიან და სხვის ტრაგედიაზე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის სპეკულირებენ.

როგორც ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციონერ აქტივისტს სულ არ აინტერესებს გამოძიება, მთავარია როგორმე დააზიანოს ხელისუფლება, მაგრამ როგორც ყველა მსგავსი მცდელობა, ესეც წყლის ნაყვაა.

„ეს ერთუჯრედიანი ლიდერად რომ ჰყავს დღევანდელ განულებულ ოპოზიციას, იმიტომ აქვს საქმე კარგად. ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილი, ყველაფრის მკადრებელი, რომელსაც მუხრუჭი არ აქვს, აქეთ აბრალებს ოპონენტებს იმას, რასაც თვითონ თვალდახუჭული ჩაიდენდა.

ამჯერადაც ასე მოხდა, დატრიალდა ტრაგედია, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომობილში საკუთარი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს, ავტომობილში იპოვეს წერილიც, ეს პირველადი მონაცემია, დანარჩენს გამოძიება დაადგენს, მაგრამ სულ არ აინტერესებს გამოძიება, მთავარია როგორმე დააზიანოს ხელისუფლება, მაგრამ როგორც ყველა მცდელობა ესეც წყლის ნაყვაა, რადგან სიმართლე ერთია და ისიც დღევანდელი ხელისუფლების მხარესაა“, – წერს ფოჩხუა.

Back to top button