
„მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ ნარატივს წარმოადგენს და არა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს. ეს განსაკუთრებით წინააღმდეგობრივად ჟღერს ლიდერისგან, რომლის მმართველობის პირობებში მოლდოვაში მნიშვნელოვნად შეიზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა თავად სახელმწიფო სუვერენიტეტის საკითხიც“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის შეფასებით, სანდუს პოლიტიკური საქმიანობა უფრო მეტად ჰგავს პოსტსაბჭოთა ავტორიტარული მმართველობის პრაქტიკას.
„მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ ნარატივს წარმოადგენს და არა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს. ეს განსაკუთრებით წინააღმდეგობრივად ჟღერს ლიდერისგან, რომლის მმართველობის პირობებში მოლდოვაში მნიშვნელოვნად შეიზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა თავად სახელმწიფო სუვერენიტეტის საკითხიც. მისი მოღვაწეობა პოსტსაბჭოთა ავტორიტარული მმართველობის პრაქტიკას ემსგავსება. მოლდოვის ხელისუფლება (სანდუს ხელმძღვანელობით).ფაქტობრივად არ მალავს მზადყოფნას მოლდოვის რუმინეთთან შესაძლო შეერთების საკითხზე, რაც ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობის დე ფაქტო გაუქმების საფრთხეს ქმნის. ამ ფონზე, საქართველოს მიმართ „რუსული ორბიტის“ თეზისი ეფუძნება არა ინსტიტუციურ ანალიზს, არამედ გეოპოლიტიკურ რიტორიკას. საქართველოში პოლიტიკა მიმდინარეობს ღია დებატების, კონკურენტული არჩევნებისა და მრავალფეროვანი მედიის პირობებში, რაც დასავლური მმართველობის კარგი პრაქტიკის შესაბამისია“, – წერს ჩიხელიძე.