ონის სამუსიკო სკოლაში საახალწლო კონცერტი გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის ააიპ “სამუსიკო სკოლა”-ში საახალწლო კონცერტი გაიმართა.

სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.

სკოლის დირექტორმა – ლევან ბერელიძემ დამსწრე საზოგადოებას და კონცერტში მონაწილე ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

საახალწლო ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი, ასევე მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.

Back to top button