
„აი, ასეთი ხალხი რა ნამუსით უკითხავს საზოგადოებას მორალს? – ამ სიტყვებით ჟურნალისტი ლიზა გეგჭკორი, ქართველი „იუთუბერის“, კაკოს, იგივე ნიკა კაკოიშვილის რუსეთში მოგზაურობის ფაქტს ეხმიანება.
გეგეჭკორის განცხადებით, „იუთუბერი“ კაკო არის სთრიმერი, რომელიც აზარტულ თამაშებს, კაზინოების დაფინანსებით, ლაივში იმიტომ თამაშობდა, რომ ამ ყველაფერში ბავშვებიც ჩაეთრია.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ე.წ სთრიმერები იმიტომ თამაშობდნენ ლაივში აზარტულ თამაშებს, რომ კაზინოები უხდიდნენ ფულს, ამავდროულად მათივე ფულით თამაშობდნენ და ძირითადად ბავშვების ამ ჯოჯოხეთში ჩათრევას ცდილობდნენ, აბა ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ ადამიანს ამით ვერ აიყოლიებ, ხოდა დამდგარა ახლა ეს და რაღაცას მორალისტობს, წადი რა ბიძი, იიუთუბერე და იმოგზაურე, ან თუ გინდა სარს წამოეცვი, ოღონდ ისე, რომ იმ ტვირთის აზიდვა, რასაც ვერ ასწევ, არც კი სცადო“, – წერს ლიზა გეგეჭკორი.