გიორგი სოსიაშვილი: აგენტურამ თავისი სახე გამოაჩინა მაშინ, როდესაც სახელმწიფომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ აგენტურამ საკუთარი სახე უკვე გამოავლინა.

„აგენტურამ თავისი სახე გამოაჩინა მაშინ, როდესაც სახელმწიფომ მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ. როდესაც ადამიანი ებრძვის გამჭვირვალობას იქ იკვეთება მისი ნამდვილი სახე. გრანტების შესახებ ცვლილება კანონშიც ამას ემსახურება, როდესაც ადამიანს უნდა თავიანთი ბნელი მიზნებისთვის ფულის მიღება და ქვეყანაში არეულობის დატრიალება, ის ვალდებულია ჰკითხოს სახელმწიფოს ამ გრანტების მიღების უფლებას აძლევს თუ არა.

სახელმწიფომ თუ თვალი დახუჭა ამ თანხების მიღებაზე და ყველას მისცა შესაძლებლობა ეს ბნელი ფული აიღონ, ჩვენ სახელმწიფო აღარ გვექნება და სუვერენიტეტიც ჩამოიშლება“, – აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

Back to top button