
საქართველოში აკრედიტებული საელჩოები „იმედის“ მიერ გაგზავნილ წერილზე უკვე მესამე დღეა დუმან.
„ქრონიკამ“ ევროკავშირის წარმომადგენლობას, ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს შემდეგი კითხვით მიმართა:
„გაგიციათ თუ არა გრანტი თქვენ ან თქვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ფონდებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ესტონეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე“.
ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ „იმედი LIVE“ -შიც ისაუბრა და შესაბამისი ფოტო-მასალა და რეგისტრაციის დოკუმენტაცია წარმოადგინა.