საქართველოში აკრედიტებული საელჩოები „იმედის“ მიერ გაგზავნილ წერილზე უკვე მესამე დღეა დუმან. „ქრონიკამ“ ევროკავშირის წარმომადგენლობას, ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს შემდეგი კითხვით მიმართა: „გაგიციათ თუ არა გრანტი თქვენ ან თქვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ფონდებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ესტონეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე“. ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ „იმედი LIVE“ -შიც ისაუბრა და შესაბამისი ფოტო-მასალა და რეგისტრაციის დოკუმენტაცია წარმოადგინა.

სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, 2026 წლის 7 აპრილს, ქვეყნის ისტორიაში პირველი ლგბტ+ აღლუმი სომხეთის დედაქალაქში გაიმართება და ის 12:00 საათზე დაიწყება.

lgbtq-armenia.com-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „სომხეთი თავის ისტორიაში ახალ, ნათელ და თამამ გვერდს დაწერს“, ლგბტქ+ აღლუმის მონაწილეები მსვლელობას ტამანიანის ქუჩიდან დაიწყებენ და რესპუბლიკის მოედანზე დაასრულებენ.

„ეს აღლუმი გახდება ხილვადობის, თავისუფლების, სიყვარულისა და თანასწორობის ზეიმი, ასევე გახსნილობისა და მრავალფეროვნების პატივისცემის ძლიერი სიმბოლო სომხურ საზოგადოებაში. სომხეთის ისტორიაში პირველად, ლგბტ+ თემი ღიად, ამაყად და მოკავშირეების მხარდაჭერით გამოვა დედაქალაქის ცენტრში“, – აღნიშნულია ვებგვერდზე, სადაც ხაზგასმულია, რომ აღლუმის ჩატარება შესაძლებელი გახდა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

გარდა ამისა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანი გეგმავს პირადად დაუჭიროს მხარი ღონისძიებას და ამით ხაზი გაუსვას მის ისტორიულ მნიშვნელობას, ასევე, მის ერთგულებას ღირსებისა და ადამიანის უფლებების ღირებულებების მიმართ. მათივე ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ღიაა ლგბტქ+ მოძრაობის ლეგალიზაციისა და საჯარო სივრცეში გასვლის მიმართ, რათა კიდევ ერთი „პლიუს ქულა“ მიიღოს დასავლური სამყაროსგან.

Back to top button