საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა, 979 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 47 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი ნივთიერება, რაც სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნივთიერებები სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ბრალდებულისგან ამოიღეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) და 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიზნესების საქმიანობის ხელშესაწყობად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2026 წელსაც ექნებათ.

თებერვლის თვეში, 5 ტრენინგი ჩატარდება, რომლებიც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, კონკრეტული მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.

თებერვლის შეხვედრების განრიგი:

  • 2026 წლის პირველი ტრენინგი 4 და 18 თებერვალს, ონლაინ ფორმატში, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე გაიმართება. ტრენერი, დავით პაპიაშვილი  საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
  • მეორე ტრენინგი ასევე ონლაინ ფორმატში, 12 თებერვალს ჩატარდება, თემაზე- შრომის სამართალი და მას იურიდიული კომპანიის, GLCC-ის უფროსი იურისტი, ენვერი აბულაძე გაუძღვება. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესებს ექნებათ ცოდნა, იმ სამართლებრივი პრინციპებისა და რეგულაციების შესახებ, რომლებიც საქართველოში, შრომითი ურთიერთობის სფეროში მოქმედებს.
  • მესამე ტრენინგი, 19 თებერვალს, ფიზიკურ სივრცეში  გაიმართება, თემაზე – მომავლის ორგანიზაციის დიზაინი. ანტრეპრენერი და მეწარმე, თორნიკე ჩხაიძე და ეჯაილ ქოუჩი, ვატო დოლიძე მონაწილეებს პრაქტიკულ ხედვას გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას ორგანიზაცია ისე, რომ თანამედროვე გამოწვევებთან იყოს თანხვედრაში.
  • მე-4 ფიზიკურ შეხვედრას, 25 თებერვალს, NC Solutions-ის დამფუძნებელი და დირექტორი,ზურა ფიჩხაია ჩაატარებს და ის  შემდეგ თემატიკას დაეთმობა: ავტომატიზაცია, რომელიც ზრდის ბიზნესს. ტრენინგი ფოკუსირებულია არა ტექნიკურ დეტალებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ მიიღოს CEO/CFO/COO-მ უკეთესი, სწრაფი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

ტრენინგებზე დასწრება თავისუფალია და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, მეწარმეებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

 

Back to top button