შიდა ქართლის რეგიონში, მეორე მსოფლიო ომის ერთადერთ ვეტერან შალვა გოჩიტაშვილს 102 წელი შეუსრულდა

შალვა გოჩიტაშვილს, რომელიც  შიდა ქართლში მეორე მსოფლიო ომის ერთადერთი ვეტერანია დღეს 102 წელი შეუსრულდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში მცხოვრებ ვეტერანს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომდგენელთან კასპის მუნიციპალიტეტში, თადარიგის პოლკოვნიკმა ლავრენტი ბაიდაურთან, შიდა ქართლის სამმართველოს უფროს ზვიად საბაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია და დაბადების დღე მიულოცა.

ვეტერანი ომში 17 წლის ასაკში წავიდა, ომის დასრულების შემდეგ უკრაინის შავი  ზღვისპირეთს იცავდა და სამშობლოში 1947 წელს დაბრუნდა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია შალვა გოჩიტაშვილს ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

Back to top button