ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციას: საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ლეგიტიმური, კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობაზე საჯარო მოწოდებები დასჯადი გახდება, ლოყებს ნუ დაიხოკავთ და შარვლებიდან ნუ ამოხტებით, იგივე ხდება თქვენთვის სამაგალითო აშშ-შიც

„თვლის თუ არა ვინმე ხალხის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას ლეგიტიმურად ან არალეგიტიმურად, ეს მისი უფლებაა. თუმცა, როდესაც ამ ხელისუფლების დამხობის საჯარო მოწოდებებით გამოდიხარ, მაშინ აიღე პასუხისმგებლობა ამაზე და კეთილი ინებე და მიიღე ამისთვის სასჯელი, როგორც ეს არის ევროპაში“, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ ოპოზიციას ევროპაში სურს, მაშინ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ლეგიტიმური, კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობაზე საჯარო მოწოდებები დასჯადი გახდება, „ლოყებს ნუ დაიხოკავენ“.

„თვლის თუ არა ვინმე ხალხის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას ლეგიტიმურად ან არალეგიტიმურად, ეს მისი უფლებაა. თუმცა, როდესაც ამ ხელისუფლების დამხობის საჯარო მოწოდებებით გამოდიხარ, მაშინ აიღე პასუხისმგებლობა ამაზე და კეთილი ინებე და მიიღე ამისთვის სასჯელი, როგორც ეს არის ევროპაში. ხომ გინდათ იქ, თითქოს ?! ასე რომ, საკანონმდებლო ინიციატივაზე რომლის მიხედვითაც, ლეგიტიმური, კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობაზე საჯარო მოწოდებები აწი დასჯადი გახდება, ლოყებს ნუ დაიხოკავთ და შარვლებიდან ნუ ამოხტებით. იგივე ხდება თქვენთვის სამაგალითო და სათაყვანო აშშ-შიც. არ გჯერათ ჩემი, ჰკითხეთ ხელოვნურ ინტელექტს, თუკი იცით მასთან საუბარი, რა თქმა უნდა“, – წერს ანჯაფარიძე.

Back to top button