
ძალიან იოლად გამოიყენეს Credit Suisse პოლიტიკურ ინსტრუმენტად კონკრეტულმა ძალებმა, რაც თვალსაჩინოდ ჩანს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმის შემთხვევაში და გარდა ამისა, ყველამ დავინახეთ, რომ ასჯერ და მეტად შემცირდა Credit Suisse-ის აქციებზე ფასები და ეს აქციები იყიდება კონკრეტული სუბიექტების მიერ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, კონკრეტული ძალები ერთი მხრივ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდნენ Credit Suisse-ს და ამასთან ერთად ცდილობდნენ ბანკის რეპუტაციის დაზიანებას.
„კონკრეტული ძალები ერთი მხრივ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდნენ Credit Suisse-სდა ამასთან ერთად ცდილობდნენ ბანკის რეპუტაციის დაზიანებას, მათ შორის, პირველ რიგში, იმისათვის, რომ შემცირებულიყო ფასები აქციებზე, რომ უფრო იაფად შეესყიდათ ეს ბანკი. რეალურად, მიზანს მიაღწიეს. ერთი მხრივ, პოლიტიკურ ინსტრუმენტად ძალიან იოლად გამოიყენეს ეს ბანკი კონკრეტულმა ძალებმა, რაც თვალსაჩინოდ ჩანს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმის შემთხვევაში და გარდა ამისა, ყველამ დავინახეთ, რომ ასჯერ და მეტად შემცირდა Credit Suisse-ის აქციებზე ფასები და ეს აქციები იყიდება კონკრეტული სუბიექტების მიერ, რაც ნათლად აჩვენებს საბოლოო სურათს”, – განაცხადა პრემიერმა.