ირაკლი კობახიძე: შეგვიძლია, ნებისმიერ საკითხზე გავმართოთ დისკუსიები, მთავარია, ელემენტარული პრინციპები იყოს დაცული, მათ შორის, ერთ-ერთი პრინციპია კონსტიტუციური წესრიგის აღიარება

რაც შეეხება დებატების შემოთავაზებას ნებისმიერი სუბიექტისგან, შეგვიძლია ნებისმიერი თემა ავიღოთ და ნებისმიერ საკითხზე გავმართოთ დისკუსიები, მთავარია, ელემენტარული პრინციპები იყოს დაცული, მათ შორის, ერთ-ერთი პრინციპია კონსტიტუციური წესრიგის აღიარება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარია, ეს დისკუსია ეფუძნებოდეს არგუმენტებს, იყოს ღია, გახსნილი და საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია ყველა თემასთან დაკავშირებით.

„პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ბევრი სპეკულირებს ყველაფერზე, რაც შეეხება დებატების შემოთავაზებას ნებისმიერი სუბიექტისგან, შეგვიძლია ნებისმიერი თემა ავიღოთ და ნებისმიერ საკითხზე გავმართოთ დისკუსიები. მთავარია, ელემენტარული პრინციპები იყოს დაცული. მათ შორის, ერთ-ერთი პრინციპია კონსტიტუციური წესრიგის აღიარება. ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია. აქ საუბარი იმაზე ხომ არ არის, რომ გინდა თუ არა, უნდა გადავხედოთ ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანას. აქ საუბარია იმაზე, რომ ყველაფერს აქვს თავისი პლიუს-მინუსები და ამაზე შეიძლება შედგეს ჩვეულებრივი ჯანსაღი მსჯელობა, რა პლიუს-მინუსები აქვს მაგალითად ევროინტეგრაციას. ჩვეულებრივი საკითხია, ყველა თემასთან დაკავშრებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია, მთავარია, ეს დისკუსია ეფუძნებოდეს არგუმენტებს, იყოს ღია, გახსნილი და საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია ყველა თემასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button