
ძალიან რთული იყო გასული 2 წელი, გაგრძელდა ის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რომელსაც მანამდეც აწარმოებდა ევროპული ბიუროკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იყო ჩარევა საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში.
„პირდაპირ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა შესაბამისი განცხადებებით. 4 ოქტომბერს, როდესაც საჯაროდ გამოცხადდა დამხობის მცდელობა, ამასაც ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპულმა ბიუროკრატიამ, მისი პრესსპიკერის სახით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.