კასპის მერმა სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის უფროსთან შეხვედრა გამართა

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის უფროსთან ვიცე-პოლკოვნიკ გოგი ნოზაძესთან, კასპის მუნიციპალური განყოფილების უფროსთან მაიორ თეიმურაზ წითლაურთან და ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საინფორმაციო შეხვედრის მიზანი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების გაცნობა იყო, რომელიც საქართველოს თავდაცვის კოდექსით 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეეხო.

კანონმდებლობის მიხედვით, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები:
საბრძოლო ქვედანაყოფი – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი.
საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი.
უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება 1275 ლარიდან 1530 ლარამდე.
11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პირებს მიენიჭებათ ოფიცრის (ლეიტენანტი) ან უმცროსი სერჟანტის წოდება.
ნებაყოფლობით გაწვევის პირობები:
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირებს ანაზღაურება 30%-ით მეტი ოდენობით დაენიშნებათ.
საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმოამდგენლები და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები.

Back to top button