
არქეოლოგი ქეთევან მიქიაშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართავს.
მიქიაშვილი მათ გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ის ხალხი, რომელიც რუსთაველზე ყოველ საღამოს დგას, გამოყენებულია კონკრეტული ჯგუფის მიზნების შესასრულებლად, მაგალითად კი მომღერალი ლელა წურწუმია და მისი მეუღლე, “მამულიჩა” მოჰყავს, რომლებიც „დუბაიში იმყოფებიან გასართობად და “ფულის საკეთებლად”, რომლებიც მხოლოდ სიტყვიერად არიან მათ მხარეს“.
“რუსთაველზე რომ ყოველ საღამოს 150 ადამიანი დგას, აი სწორედ მაგ ხალხს მოგმართავთ – გამოყენებული ხართ მიზნებისთვის, რომელიც არც ამ ქვეყანას სჭირდება და არც გულწრფელია, უბრალოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს ემსახურება. თორე, ვინც სიტყვით თქვენკენაა, ყველა გულაობს და ფულს აკეთებს. აგერ მაგალითი – მამულიჩა და მისი ცოლი ახლა დუბაიში გულაობენ. დროა ცოტა გამოფხიზლდეთ!”- წერს ქეთევან მიქიაშვილი.