
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, სტივენ შრაგემ X-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ჰელსინკის კომისიის მოწმეებსა და კონგრესის აღმასრულებელ ზედამხედველ ორგანოებს საჯაროდ მიმართა.
შრაგე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, იყვნენ თუ არა მოწმეები ინფორმირებულნი ჰელსინკის კომისიის, მისი ხელმძღვანელი პირებისა და ასევე კომისიის თანამშრომლების მიმართ გამოთქმული ბრალდებების შესახებ. მისი განცხადებით, აღნიშნული პირები დაკავშირებულნი არიან რასისტულ, სექსუალურ და ანტისემიტურ ქმედებებთან.
შრაგე აცხადებს, რომ მზად არის ოფიციალურად აცნობოს შესაბამის მხარეებს აღნიშნული ბრალდებების შესახებ და მოითხოვოს პასუხისმგებლობის დაკისრება ჰელსინკის კომისიისა და სენატორ უიკერის მიმართ.
“იყვნენ თუ არა მოწმეები ინფორმირებულნი ჰელსინკის კომისიის, მისი ხელმძღვანელი პირების, სენატორ როჯერ უიკერისა და კონგრესმენ სტივ კოენის, ასევე კომისიის თანამშრომლების – კაილ პარკერისა და აარონ მასაროს მიმართ გამოთქმული ბრალდებების შესახებ? ბრალდებები, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეხება რასისტულ, სექსუალურ და ანტისემიტურ ქმედებებს, FBI-ის კონტრდაზვერვის მიმართვებსა და კორუფციას, მათ შორის კავშირებს, რომლებიც დაკავშირებულია ჯეფრი ეპშტეინის ერთ-ერთ კოლაბორატორსა და Russiagate-ის საქმეში მოხსენიებულ უცხოელ ფინანსისტ ბილ ბრაუდერთან”,- წერს შრაგე.
შრაგე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ოფიციალურად აცნობოს შესაბამის მხარეებს აღნიშნული ბრალდებების შესახებ და მოითხოვოს პასუხისმგებლობის დაკისრება ჰელსინკის კომისიისა და სენატორ უიკერის მიმართ, შესაძლო კორუფციის ხელშეწყობის საფუძველზე. ის ასევე პოსტს თან ურთავს სტატიებსა და წყაროებს, რომლებშიც, მისი თქმით, წარმოდგენილია ბრალდებებთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტები და მასალები, რომლებიც შესაძლო დანაშაულებსა და დარღვევებზე მიუთითებს.