
თითოეულ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
ირაკლი კირცხალია შვედეთზე მის განცხადებას იხსენებს და ამბობს, რომ მისი ეს განცხადება გამოწვეული იყო იმ უტიფარი განცხადებების გამო, რაც საქართველოს მიმართ ჟღერდება. უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ დღეს იმ ქვეყნებშიც კი პრობლემებია, რომლებიც ისტორიულად დემოკრატიის აკვნად მიიჩნეოდნენ.
კირცხალიამ მის ოპონენტ ნიკა ობოლაძესაც მიმართა, რომ მისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე ღიმილისმომგვრელია განცხადებები, რომელიც ქვეყნის აღმშენებლობას ეხება.
„ეს განცხადება ემსახურებოდა იმ უტიფარ განცხადებებს და შეშფოთებებს და არა მხოლოდ შვედეთი იქნება ჩვენი მხრიდან შეშფოთების საგანი. თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც, სადაც დემოკრატია, ერთ დროს იწოდებოდა, როგორც დემოკრატიის აკვნად, ვხედავთ, როგორ იღვიძებს იქაც საზოგადოება. თითოეულ იმ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს. როდესაც ქვეყნის აღმშენებლობაზე საუბრობთ და მესაუბრებით პროექტებზე, ღიმილისმომგვრელია თქვენი მხრიდან ამ ყველაფრის მოსმენა თქვენი ყოფილი გუნდის გამოცდილების ფონზე, რაც 2012 წლამდე გვქონდა“-განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.