
ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ძალადობრივი ქმედებებისკენ მოუწოდებს.
მის განცხადებაში საუბარია, რომ საკმარისია რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზება იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულებებში შეიჭრან და დაწვან.
„ყველა ერთად უნდა ვურტყამდეთ სილას პოლიციელებს, რამდენიმე ათასი და არა ერთი და ორი. ყველა ერთად, ნავთით სავსე ბოთლით უნდა მივდიდოდეთ მართლმსაჯულების სახლი რომ ჰქვია და უსამართლობის კერა რომ არის, იმის დასაწვავად. ყველა ერთად უნდა შევდიოდეთ ყველა შენობაში იმიტომ, რომ ყველა შენობა ჩვენია. გგონიათ ამას ძალიან ბევრი ხალხი უნდა? ხუთი ათასი თავდადებული ადამიანიც ეყოფა ამას. დანარჩენმა ორასი ათასმა და ნახევარმა მილიონმა დაუკრას ტაში, ჩვენ ხომ უმეტესობა მაინც მაყურებლის როლში ვართ,“ – განაცხადა სარიშვილმა.