
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც მან Business Media Georgia-თან ჩაწერა.
აღნიშნულზე პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ინტერვიუში სანახავი არაფერია.
„დიდი არაფერია სანახავი, გარდა იმისა, როგორ აზიანებს უცხოელი დიპლომატი მისი ქვეყნისა და საქართველოს ურთიერთობებს“, – წერს პაპუაშვილი.