„შეგახსენებთ, რომ სწორედ ბრიტანული მაუწყებლობის, BBC-ის მიერ გავრცელდა ტყუილი, რომ თითქოს ჩვენი მოქალაქეები პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერებით მოვწამლეთ და სწორედ ამ BBC-ის უჩივის ბატონი დონალდ ტრამპი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ასევე, ბრიტანეთია ის სახელმწიფო, სადაც 2024 წელს 12 000-ზე მეტი მოქალაქე კონსერვატიული შინაარსის ფეისბუკ პოსტებისთვის დაიჭირეს, აგრეთვე ბრიტანეთია ის სახელმწიფო, სადაც რამდენიმე დღის წინ ერთმანეთის მიყოლებით მეფის ძმა და ამერიკაში ყოფილი ელჩი, მმართველი პარტიის წევრი პოლიციამ დააკავა, ორივესთან პედოფილ ეფშტეინთან საეჭვო კავშირზეა შეკითხვები“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც დეპუტატი წერს, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში კვლავ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. „რადგან კონკრეტული ტელევიზიები არ იტყუებიან, რომ მაგალითად: – უკრაინა დასავლეთის დახმარებით რუსეთს ამარცხებს – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემს – უკრაინას დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებენ – უკრაინას დაჩქარებული წესით ევროკავშირში მიიღებენ – უკრაინა კორუფციაში არ იხრჩობა – უკრაინაში ქალაქები და სოფლები არ არის მიწასთან გასწორებული ბრიტანეთმა ამ ტელევიზიების დასანქცირება გადაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბატონმა ბორის ჯონსონმა, ჩაშალა უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ომი დაწყებიდან სულ რაღაც 2 თვეში უნდა დასრულებულიყო. მან მოატყუა უკრაინა და უკრაინელი ხალხი, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში უკრაინა დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდა და უკრაინას დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებდნენ. იმასაც შეგახსენებთ, რომ სწორედ ბრიტანული მაუწყებლობის, BBC-ის მიერ გავრცელდა ტყუილი, რომ თითქოს ჩვენი მოქალაქეები პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერებით მოვწამლეთ და სწორედ ამ BBC-ის უჩივის ბატონი დონალდ ტრამპი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ასევე, ბრიტანეთია ის სახელმწიფო, სადაც 2024 წელს 12 000-ზე მეტი მოქალაქე კონსერვატიული შინაარსის ფეისბუკ პოსტებისთვის დაიჭირეს, აგრეთვე ბრიტანეთია ის სახელმწიფო, სადაც რამდენიმე დღის წინ ერთმანეთის მიყოლებით მეფის ძმა და ამერიკაში ყოფილი ელჩი, მმართველი პარტიის წევრი პოლიციამ დააკავა, ორივესთან პედოფილ ეფშტეინთან საეჭვო კავშირზეა შეკითხვები. დღეს კი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში კვლავ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, – წერს ლევან მაჭავარიანი.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და postv-ის დასანქცირების საკითხს ეხმიანება.

გორდულაძე ამბობს, რომ დღეს უკვე ნათელია, რომ „იმედი“ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა.

„იმედი“ იმ ქვეყანამ დაასანქცირა, რომლის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „კამიტის“ თემა შეთხზა… დღეს, როგორც არასდროს, ნათელია, რომ „იმედი“ სწორედ გარე ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა… ახლა შემსრულებლები აღარ ჰყავთ და თვითონ დაარტყეს… მიუხედავად იმისა, რომ გული საერთოდ არ აწუხებდა, პატარკაციშვილიც ბრიტანეთში გარდაიცვალა, გულით…“, – წერს გორდულაძე.

Back to top button