რატი იონათამიშვილი: „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს ბრიტანეთსა და ევროპულ ბიუროკრატიაში. ერთადერთი, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს, ქართული საზოგადოების ერთობის კიდევ უფრო განმტკიცებაა

სინამდვილეში, „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთში და ევროპულ ბიუროკრატიაში. ერთადერთი შედეგი, რაც ესეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს შეიძლება მოჰყვეს, ქართული საზოგადოების ერთობის კიდევ უფრო განმტკიცება და ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებაა, – წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

იონათამიშვილის განცხადებით, მსგავსი თავდასხმები ევრობიუროკრატთა მხრიდან თავისუფალ სიტყვას კი არ ჩაახშობს, არამედ გააძლიერებს მას.

„სინამდვილეში, „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება აჩვენებს იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც არსებობს დიდ ბრიტანეთში და ევროპულ ბიუროკრატიაში. ერთადერთი შედეგი, რაც ესეთ უსამართლო გადაწყვეტილებებს შეიძლება მოჰყვეს, ქართული საზოგადოების ერთობის კიდევ უფრო განმტკიცება და ეროვნული სულისკვეთების გაძლიერება.

თავდასხმა თავისუფალ ქართულ მედიაზე, თავისუფალ სიტყვას კი არ ჩაახშობს, არამედ გააძლიერებს.

უსამშობლოებს კი ვინც აქ ბუჩქებს აფარებენ თავს და ამომრჩევლებს ემალებიან, სამაგიეროდ უცხო ქვეყნებში საკუთარი ქვეყნის დასმენით ჰგონიათ რამეს მიაღწევენ, ბევრჯერ გაეცათ საკადრისი პასუხი და კიდევ გაეცემათ, რაც უფრო მტკივნეული იქნება მათთვის,“- წერს რატი იონათამიშვილი.

Back to top button