ონის სოფელ შარდომეთში სტიქიით დაზიანებული ხიდის სარეგულაციო კედლის აღდგენითი სამუშაოები სრულდება

ონის სოფელ შარდომეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის სარეგულაციო რკინა-ბეტონის კედლის აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი – თეიმურაზ გძელიშვილი სოფელ შარდომეთში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, რომელსაც შპს “ცოტნე“ ახორციელებს.

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2022 წლის იანვრის ბოლოს იგეგმება.

Back to top button