ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის სურვილზე, რომ ირანის მსგავსი ამბავი საქართველოშიც განვითარდეს: ეს ხმა ტკბილი – უკვე გაიგონე, 2012 წლის პირველ ოქტომბერს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ირანში განვითარებულ მოვლენებზე შემდეგი რამ დაწერა:

„დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს. ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“ ანანიძემ სააკაშვილს უპასუხა, რომ ეს ტკბილი ხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს უკვე გაიგონა.

„ეს ხმა ტკბილი – უკვე გაიგონე. 2012 წლის პირველ ოქტომბერს“, – წერს ანანიძე.

Back to top button