გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა ვაკანსიას აცხადებს

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა (მისამართი: გარდაბანი, სოფელ კრწანისი) აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგნებისა და ხელფასის მიხედვით იხილეთ ლინკში https://cadet.mod.gov.ge/news/mastsavleblis-vakansia-mazniashvili-2026-02-03  მოცემულ დანართში.

მსურველებმა გთხოვთ,  2026 წლის 2 მარტიდან 2026 წლის  22 მარტის ჩათვლით განაცხადები (განაცხადის ფორმა)  გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე cml@mod.gov.ge, ასევე აუცილებელია შეავსოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: www.teacherjobs.ge

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი – საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა – 2026 წლის 23 მარტიდან 2026 წლის 24 მარტის ჩათვლით;

II ეტაპი – გასაუბრება – 2026 წლის 6 აპრილიდან 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით;

III ეტაპი – ტესტირება კანდიდატებთან (მხოლოდ უცხო ენის მასწავლებლისთვის) – 2026 წლის 15 აპრილიდან 2026 წლის 23 აპრილის ჩათვლით.

პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან და დაიბარებენ გასაუბრებაზე.

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  1. უმაღლესი განათლების ქონა (კვალიფიკაცია/ხარისხი);
  2. მასწავლებლის სტატუსი (უფროსი/წამყვანი/მენტორი);
  3. სერტიფიკატები;
  4. პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
  5. პროფესიული განვითარებისა და გადამზადების კურსები;
  6. ტრენინგები, სწავლებები;
  7. ჯილდოები (მადლობა/წახალისება);
  8. უწყვეტი პროფესიული სტაჟი არანაკლებ 2 წლისა;
  9. პროფესიული აქტივობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: 577 19 73 14

https://cadet.mod.gov.ge/news/mastsavleblis-vakansia-mazniashvili-2026-02-03

Back to top button