
ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, „Fox News”-ის ეთერში განაცხადა, რომ ირანელი ხალხი ითხოვს ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, რომელიც რელიგიური ნაცისტების მიერ არ იმართება.
მისი განცხადებით, ევროპელები გზას ასცდნენ, რადგან მათ მხარი უნდა დაეჭირათ ირანის გამო გამართული მიტინგებისთვის.
„ირანელი ხალხი ითხოვს, რომ იცხოვრონ ქვეყანაში, რომელიც არ არის მართული რელიგიური ნაცისტების მიერ, იცხოვრონ ქვეყანაში, რომელიც არ ატერორებს მთლიან სამეზობლოს და მსოფლიოს.
ჩემს ევროპელ მეგობრებს: თქვენ გზას ასცდით. თქვენ მომიტინგეებს მხარი უნდა დაუჭიროთ, ისინი წარმოადგენენ კაცობრიობის საუკეთესო მხარეს. ადრე თქვენც ასეთი იყავით.” – განაცხადა სენატორმა გრემმა.