
საქართველოსათვის 9-წლიანი ჯოჯოხეთის მომწყობთა 9 პარტიად გაერთიანების ფონზე, გაგვახსენდება, რომ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიაში“ ჯოჯოხეთი 9 წრედ იყოფა, მე-9 წრეში კი მოღალატეები და გამყიდველები ხვდებიან, ანუ ზუსტად ისეთები, როგორებიც 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნარჩენები არიან, – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
ის ოპოზიციის გაერთიანებას ეხმიანება და სიმბოლურ აქტად მიიჩნევს, რომ „9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნარჩენები 9 პარტიად გაერთიანდნენ“.
„სიმბოლურია, რომ 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნარჩენები 9 პარტიად გაერთიანდნენ. საქართველოსათვის 9-წლიანი ჯოჯოხეთის მომწყობთა 9 პარტიად გაერთიანების ფონზე, ალბათ, გაგვახსენდება, რომ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიაში“ ჯოჯოხეთი 9 წრედ იყოფა, მე-9 წრეში კი მოღალატეები და გამყიდველები ხვდებიან, ანუ ზუსტად ისეთები, როგორებიც 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნარჩენები არიან. ცხადია, 9 პარტიად გაერთიანებული „ნაცები“ საქართველოს ჯოჯოხეთს ვეღარასოდეს მოუწყობენ. ისინი ერთხელ უკვე იყვნენ ამ ქვეყნის ტრაგედია და ახლა ცდილობენ, განმეორდნენ, როგორც ფარსი, მაგრამ ამაოდ, რადგან საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის უზენაესი ნებაა, რომ მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებელი რეჟიმი აღარასოდეს აღადგინოს“, – წერს ხუბუა.